პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
,,მინდა, მივესალმო ჩვენს ქართველ ვეტერანებს, მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ მსოფლიოში აღარასოდეს განმეორდეს ის ტრაგედია, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი“,- მიმართა პრემიერმა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას.
პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმის ჩვენებას და ვეტერანების პატივსაცემად გამართულ კონცერტსაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები