შსს-ის რეფორმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე უწყებად რჩება და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი სპეციფიკური დანაშაულის ბრძოლა იქნება.
„წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, შსს-ს რეფორმის ფარგლებში ახლო მომავალში იგეგმება სამინისტროს სისტემის გაყოფა. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. აღნიშნული წარმოადგენს იმ რეფორმის ლოგიკურ გაგრძელებას, რომელიც შსს-ში დაიწყო 2012 წლიდან. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კი – სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, სპეციფიკური დანაშაულის ბრძოლა იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.