„ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტის სახელით წარმოდგენილი პროდუქციის 90% ნამდვილი რძის პროდუქტს არ წარმოადგენს“

ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტის სახელით წარმოდგენილი პროდუქციის 90% ნამდვილი რძის პროდუქტს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტამითან“ „სტრატეგიული კვლევევბისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა საუბრობს. მისი განმარტებით, პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში მცენარეული ცხიმია, არ შეიძლება იყოს რძის პროდუქტები. როგორც გამოცემა წერს, თოდუას ნათქვამს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარმოებული კვლევები ამყარებს. კვლევის ფარგლებში 15 რძის პროდუქტი შემოწმდა. კვლევის თანახმად, გამოვლინდა, რომ რძის პროდუქტს არ წარმოადგენს „არაჟანი ექსტრა სანტე 15%“, „მაწონი ექსტრა სანტე 3,2%“, „ხაჭო სანტე 6%“, სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3,5%“, „მაწონი მე მარგო 15%“. ევროპის ქვეყნებში ასეთ პროდუქტზე რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება იკრძალება. 1 აგვისტოდან ასეთი ქვეყნების სიას საქართველოს შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები