კიტოვანი ხიდაშელის გამინისტრებაზე: დღეს მე-12 საუკუნე და თამარ მეფის ეპოქა არ არის…
„პირდაპირ გეტყვით – თავდაცვის მინისტრობა ქალს არ უხდება“! – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
„პირდაპირ გეტყვით – თავდაცვის მინისტრობა ქალს არ უხდება! თინა ხიდაშელთან არანაირი პიროვნული პრობლემა არ მაქვს, ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტისთვის შეუფერებელია. დღეს მე-12 საუკუნე და თამარ მეფის ეპოქა არ არის. სხვა გარემო პირობებსა და რეგიონში ვცხოვრობთ, თავდაცვის მინისტრი პროფესიონალი სამხედრო უნდა იყოს, ბრძოლის გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს. ნუთუ საქართველოში პროფესიონალი თავდაცვის მინიტრის კანდიდატები გამოილია?! სამინისტროში ისედაც არ არის აწყობილი საქმე. ახლა კი, ქართული ჯარი, სავარაუდოდ, დაიშლება, რადგან ბევრი ოფიცერი ქალის ბრძანებებს არ შეეგუება. ვიცი მებრძოლი ქართველი კაცი ბუნება!“ – აცხადებს თენგიზ კიტოვანი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.