გიგლა აგულაშვილი: ახალი თანამდებობა არ შემცვლის და ნეპოტიზმის ვირუსი არ შემეყრება

„ახალი თანამდებობა არ შემცვლის“, – აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი. საპარალამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს, რომ ვინც კი გარემოს დაცვის კუთხით რაიმე დარღვევას აღმოაჩენს, ინფორმაცია მას მიაწოდოს ტელეფონით ან პირადად. მომავალი მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე მოსაზრებას აყალიბებს.

„რამდენიმე საკითხი მინდა გაგიზიაროთ:

1. ახალი თანამდებობა არ შემცვლის

2. ისევ ვუპასუხებ ყველა ზარს

3. დავრჩები ფეისბუქზე და სხვა საჯარო სივრცეებში

4. გავზრდი ჩემს ანგარიშვალდებულებას

5. მივიღებ რჩევა-კონსულტაციებს

6. ნეპოტიზმის ვირუსი არ შემეყრება

7. პრემიას მხოლოდ გამორჩეულზე გავცემ განსაკუთრებული დამსახურებისათვის

8. აქტიურად ვითანამშრომლებ არასამთავრობო სექტორთან

9. დაუნდობელი, მაგრამ სამართლიანი ვიქნები კანონდამრღვევთა მიმართ

10. გავუფრთხილდები ყველა ღირსეულ პროფესიონალს.

P.S. გთხოვთ, გახდეთ საქართველოს “მწვანე გუშაგები”. მომაწოდოთ ინფორმაცია, მომწეროთ, დამირეკოთ, დამიმესიჯოთ, თუ შეამჩნიეთ, დაინახეთ ან აღმოაჩინეთ კანონდარღვევა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გიგლა აგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები