ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა – ვიდეო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “რესპუბლიკელი“ გიგლა აგულაშვილი დაასახელა. რაც შეეხება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა. პრემიერის თქმით, ხეჩიკაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის ამ დრომდე საავტომობილო ჰოლდინგის “იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტი იყო.
“მას შემდეგ, რაც გადადგომის შესახებ თხოვნით მომმართეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრებმა, მინისტრთა კაბინეტში ვაკანტური გახდა ორი თანამდებობა. ამიტომ ამან გამოიწვია მთავრობის ახალი შემადგენლობის გაგზავნა ჯერ პრეზიდენტთან და მერე – პარლამენტში.
ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მე წარვადგენ გიგლა აგულაშვილს, რომელსაც აქვს საპარლამენტო მუშაობის დიდი გამოცდილება.
რას შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდენთ ტარიელ ხეჩიკაშვილს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები