ირაკლი ხინთბა – გაყინული კონფლიქტების საკითხზე ევროსაბჭოს ქვეკომიტეტს აფხაზეთთან არანაირი კავშირი არა აქვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის ირაკლი ხინთბას აზრით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაყინული კონფლიქტების ქვექომიტეტს აფხაზეთთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამის შესახებ ხინთბამ სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს მოქმედება აფხაზეთთან დაკაშირებით ყოველთვის მტრული იყო. „ჩვენ კარაგდ გვახსოვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისგან აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევა მოითხოვდა. იქ ძალზე მტრულად შეხვდნენ მოსკოვსა და სოხუმს შორის მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას, ასევე მტრული იყო მათი მოხსენებები აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე“, – განაცხადა ხინთბამ.
ირაკლი ხინთბას აზრით, ეს ორგანო „ორთქლის ამოსაშვებად“ არის შექმნილი, რადგანაც ევროპის პარლამენტში ყველაზე რადიკალური ძალები არიან შეკრებილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები