“არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო გამჭვირვალობის პრინციპთან დაკავშირებით აღმოჩნდა სამაგალითო” – იონათამიშვილი
“არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო გამჭვირვალობის პრინციპთან დაკავშირებით აღმოჩნდა სამაგალითო”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას გამოეხმაურა, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას გულისხმობს.
“თითოეული მათგანი თავის დროზე უსამართლოდ ექცეოდა საქართველოს, როდესაც სწორედ ან მიზნებიდან გამომდინარე გვაკრიტიკებდა და ამით ცდილობდა, რომ აქ არეულობა გამოეწვია. საბოლოო ჯამში, დღეს ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მაგალითს საქართველოსგან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.