ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად მერიის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად მერიის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

,,შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მიმდინარე პერიოდის პრიორიტეტები და მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები. მერმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დროულ და ხარისხიან განხორციელებაზე.

ვახტანგ ბერიძემ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს მისცა კონკრეტული დავალებები შესაბამისი მიმართულებებით და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა უწყების ეფექტიანი თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები