ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. რამდენადაც ცნობილია, პრემიერმა ომბუდსმენისგან მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები