გია ვოლსკი: ვერ დავადასტურებ, რომ შეცდომები დაშვებულია ჩვენსა და აფხაზებს, ან ჩვენსა და ოსებს შორის

დავადასტურებ, რომ ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ვერ დავადასტურებ, რომ შეცდომები დაშვებულია ჩვენსა და აფხაზებს, ან ჩვენსა და ოსებს შორის, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
“კი, ბატონო, ის, რაც მოხდა, ვიღაცის პროვოცირებულია, ბევრი რამ რუსეთის პროვოცირებულია, რადგან რუსეთს აინტერესებს არა ნაციონალობები, არამედ აინტერესებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესის გატარება კავკასიაში, აინტერესებს ენერგორესურსების და ჩრდილოკავკასიის ზურგის კონტროლი. მეორე საკითხია, ჩვენ რა შეცდომები დავუშვით – როდის რუსეთთან უნდა გველაპარაკა და როდის ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა კომისიის სხდომაზე გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები