„ნაციონალებმა“ რიგის სამიტის წინ შესაძლოა დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას’ პრესკლუბში გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების გამო „ნაციონალები“ გააკრიტიკა და კახეთის შემდეგ მათი შემდგომი ვიზიტი დაანონსა.

ქანთარიას თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წევრები ამჯერად სამეგრელოში გეგმავენ ჩასვლას, რომ ამით ხელოვნურად რაიმე თემა შექმნან, რითაც ყურადღებას მიიქცევენ. დეპუტატის თქმით, „ნაციონალებმა“ რიგის სამიტის წინ შესაძლოა დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ხელისუფლების პროვოკაციაში ჩათრევა სცადონ.

„ნაციონალები“ გურჯაანის შემდეგ ახლა სამეგრელოში გეგმავენ ჩასვლას. მათ უნდათ ცოტა წარმოჩინდნენ. ცდილობენ დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ რიგის სამიტის წინ, რომ იქნებ ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს და ეს ხელისუფლებას დააბრალონ. ისინი უბრალოდ რაღაც თემის შექმნას ცდილობენ რომ წარმოჩინდნენ“- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები