აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ე.წ. ადგილობრივ მთავრობას არ ენდობა
აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა ე.წ. ადგილობრივ მთავრობას არ ენდობა. აღნიშნული კვლევა აფხაზეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა ჩაატარა. მონაცემები კი სიანფორმაციო სააგენტო “აფსი-რუმ”გაავრცელა.
როგორც გაირკვა, გამოკითხვაში 520 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 82 % მიიჩნევდა, რომ კორუფცია აფხაზეთს საფრთხეს უქმნიდა, მოსახლეობის 84,3% არ ენდობოდა რესპუბლიკის სახელისუფლებო ორგანოებს, მოსახლეობის 85,6 % კი ადგილობრივ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებდა.