გიორგი ჯანჯღავამ საუდის მეფეს რწმუნებულთა სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავამ რწმუნებათა სიგელები ორი წმინდა მეჩეთის მფარველს, საუდის არაბეთის მეფეს, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს გადასცა. საქართველოს ელჩთან შეხვედრის ფარგლებში საუდის არაბეთის მეფემ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების სურვილი გამოთქვა და ელჩს წარმატებები უსურვა მის საქმიანობაში. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. რიადში, ალ-იამამას სამეფო სასახლეში საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. ცერემონიას ესწრებოდნენ: ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრის მოადგილე მუქრინ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდი, ტახტის მემკვიდრის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ ბინ ნაიფ ბინ აბდულაზიზი, თავდაცვის მინისტრი მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბდულაზიზ ბინ აბდულა ბინ აბდულაზიზი და სხვა ოფიციალური პირები. საუდის არაბეთის სამეფოში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი წელიწადში ერთხელ იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები