“საქართველო აფასებს ბელორუსიის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის თვალსაზრისით”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას განცხადებით, ქართული მხარე ბელორუსიის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით აფასებს.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ვიზიტი.
“ეს არის ბელორუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ვაფასებთ ბელორუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელორუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას”, – განაცხადა დავით პატარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები