ვახტანგ გომელაური ლესლი ვიგერსა და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს ლესლი ვიგერს და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.
ვახტანგ გომელაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შსს-სა და INL-ს შორის არსებული თანამშრომლობა, განხორციელებული ერთობლივი პროექტები და მიღწეული პროგრესი განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და ამ პროცესში INL-ის როლს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შსს-ს ხელმძღვანელი პირები და INL-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, კინოლოგიური დანაყოფის განვითარება და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები