აშშ-ში კარატეს ქართველ ინსტრუქტორს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის ეძებენ

აშშ-ში, მონტგომერის ოლქში კარატეს ქართველ ინსტრუქტორს, 26 წლის ალექსანდრე სუმბაძეს ეძებენ. ის ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაშია ბრალდებული. “ვაშინგტონ-პოსტის” ინფორმაციით, 2015 წლის 1 აპრილს, პოლიციაში დაკითხვისას მან აღიარა ბავშვთა პორნოგრაფიით ვაჭრობა და მათი სოციალურ ქსელში გავრცელება, თუმცა დაკითხვიდან 2 დღის შემდეგ მან აშშ დატოვა. ამ დრომდე უცნობია თუ როგორ მოახერხა მან ქვეყნის დატოვება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო რგოლების გავრეცლების გარდა, არასრულწლოვნებთან და ახალგაზრდა მამაკაცებთან ის თავადაც ამყარებდა სექსუალურ კავშირს.
რამდენადაც ცნობილია, 26 წლის ალექსნადრე სუმბაძე მერილენდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. კარატეს ინსტრუქტორად ის 2011 წლის შემდეგ მუშაობდა.

10836579_1570294613222110_756065026_n

11125283_1570294623222109_1265459502_n

11127673_1570294626555442_2134815068_n

11134208_1570294609888777_785016144_n

11160392_1570294629888775_1045207456_n

11169009_1570294633222108_447371460_n

11173672_1570294646555440_1959566624_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები