ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი დავით სანაკოევის უნდობლობის საკითხს მეორედ განიხილავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში გამოითქვა ინიციატივა ოკუპირებული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევისთვის უნდობლობის ვოტუმის ხელახალი გამოცხადების შესახებ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, სხდომა 15 აპრილს გაიმართება. სანაკოევის უნდობლობის ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ოსეთი“ გამოდის. ფრაქციის წარმომადგენლები როგორც მინისტრის, ასევე მთლიანად სამინისტროს მუშაობას არაეფექტიანს უწოდებენ.
ოსი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სანაკოევმა რუსეთთან სამეკავშირეო შეთანხმების პროექტის ჯერ კიდევ შეუთანხმებელი ვარიანტი საჯარო გახადა, რაც, ე.წ. პარლამენტის სპიკერის განცხადებით, მისი ჩაშლის, ან საზოგადოების გახლეჩის საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო. წინა კენჭისკყრის დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში დავით სანაკოევისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი წინააღდეგი გამოვიდა. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დავით სანაკოევის გადადგომას ხელი არ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები