გია ვოლსკი პანკისიდან წასულ ბიჭებზე პასუხისმგებლობას კონკრეტულ სტრუქტურებს აკისრებს
პანკისის ხეობიდან საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ კუთხით ძალოვან საგანმანათლებლო სტრუქტურებს გარკვეული აქტივობები მოეთხოვებათ.
„ძალოვან და საგანმანათლებლო სტრუქტურებს ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული აქტივობები მოეთხოვებათ. განათლების კუთხით უნდა გადავხედოთ ალბათ დახურული სკოლების საკითხს, სადაც მხოლოდ ერთ საგანს ასწავლიან და ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, საჯარო სკოლებში მიიღონ განათლება. საგანმანათლებლო სისტემაში დახურული სივრცე არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება არასრულწლოვანის მიერ საზღვრის გადაკვეთას, არ ვიცით, მან ყალბი საბუთთ თუ როგორ მოახერხა საზღვარზე გადასვლა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.