მოსკოვი და სოხუმი საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა ხელფასების და პენსიების გაზრდის შეთანხმებას ხელს მოაწერენ
რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები სოჭში ხელს მოაწერენ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შეთანხმებას. სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ეს შეთანხმება არის ე.წ. სამეკავშირეო და სტრატაგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილი.
2015 წელს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს 4 მილიარდი რუბლის დახმარებას აღმოუჩენს. რუსეთის პენსიას ოკუპირებულ რესპუბლიკაში 32 ათასი ადამიანი მიიღებს.