დედაენის ბაღში მისული დავით ნარმანია ფარისევლობაში დაადანაშაულეს
დედაენის ბაღში დედაენის დღესთან დაკავშირებით მისული თბილისის მერი დავით ნარმანია საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ფარისევლობაში დაადანაშაულეს. მიმდებარე ტერიტორიაზე საყდრისის დაცვის კომიტეტი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავრობას მოუწოდეს, საყდრისის პრობლემას ყურადღება მიაქციოს და სათანადო რეაგირება მოახდინონ.