თამარ სანიკიძე: იმ შემთხვევაში, თუ გალში ქართული ენა აიკრძალა, სამინისტრო მის მიერ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს

საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს გალის საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაძლოა, ქართული ენის სწავლება აიკრძალოს, არ დასტურდება, თუმცა მინისტრი იმასაც აცხადებს, რომ თუ მსგავს ფაქტს, მართლაც, ექნება ადგილი, სამინისტრო კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებს.
„ზუსტად ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება. ჩვენ რესურსცენტრთანაც გვქონდა ურთიერთობა, პედაგოგებთანაც და სკოლის წარმომადგენლებთან, რათა ამ კონკრეტული საკითხის შესახებ ლოგიკური პასუხები მიგვეღო და, საბედნიეროდ, ისინი ამ ფაქტს არ ადასტურებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისთვის, რომ კანონიერად, იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად, გამოვიყენოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს”,- განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები