ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე შეზღუდვები ამ დრომდე არ მოხსნილა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპაციის ხაზზე გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან უნდა მოხსნას. სავარუდოდ, ამის შემდეგ ქართული სოფლების მოსახლეობა შეძლებს იმ სალოცავებში და სასაფლაოებზე მისვლას, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა ორი დღით, სააღდგომოდ დაწესდა, და ადგილობრივებმა ვერ შეძლეს ოკუპირებულ მხარეს, სალოცავებში გადასვლა. ამის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეძლეოდათ, ვისაც ცხინვალის რეჟიმის მიერ გაცემული პასპორტი აქვს. ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე საოკუპაციო ზოლზე შეზღუდვები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები