გურიაში სახალხო დღესასწაული ტრაგედიით დასრულდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, სადაც ყოველ აღდგომას ტრადიციული ლელო იმართება, ტრაგედია მოხდა.
თამაშის დროს, ერთ-ერთი მონაწილე გოჩა ფირცხალაიშვილი ცუდად გახდა, ის სასწრაფო დახმარების მანქანამ ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების თქმით, ფირცხალაიშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობაა.