ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველები დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ოქუმში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. მათ შეიარაღებულ თავდასხმასა და იარაღის უკანონო შენახვაში ედებათ ბრალი. ერთ-ერთი მათგანი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ 2014 წლის სექტემბრიდან იძებნებოდა. საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვაში ედება ბრალი. „2015 წლის 18 და 22 მარტს ტყვარჩელში მომხდარ ყაჩაღობებში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. დროებით კი ოქუმში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენელმა მილანა ნარმანიამ.