ჩირიკბა – ვანუატუს აფხაზეთის აღიარება უკან არ გაუწვევია

ვანუატუზე და ტუვალუზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა. ჩირიკბამ მოსკოვში ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრთან მელტეკ ლივტუვანუსთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვანუატუს აფხაზეთის აღიარება უკან არ გაუწვევია, ხოლო კუნძულოვანი სახელმწიფოს წინა ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ განცხადებებად დარჩა. „2011 წელს ვანუატუსა და აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმება ძალაში რჩება“, – განაცხადა ჩირიკბამ.
მისივე თქმით, ვანუატუს წინა ხელისუფლების განცხადებები ამ აღიარების უკან გაწვევის შესახებ გამოწვეულია იმ ზეწოლით, რასაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ ან თავისი დასავლელი მოკავშირეების მეშვეობით ამ რესპუბლიკაზე ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები