საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკა იმდენად აგრესიული არ არის, როგორც ადრე იყო”
“ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა”ინტერფაქსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და რუსეთისთვის და მთლიანად, რეგიონის სტაბილურობისთვის საქართველოში ნატოს ცენტრის აშენება სახიფათოა. “დასავლეთი აქტიურად ცდილობს დასახული ამოცანის შესრულებას, რუსეთს შემოავლოს ნატოს სანიტარული დერეფანი. რუსეთი ჩვენი მოკავშირეა და ჩვენ გულგრილად ვერ ვუყურებთ ამ პროცესებს. სწორედ ამ ფონზე გააქტიურდა რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში თავდაცვის ერთიანი კონტურის შესაქმნელად”, – აცხადებს ხაჯიმბა. კითხვაზე, კვლავაც განიხილავს, თუ არა საქართველოს აფხეზითისთვის საფრთხედ და უშვებს, თუ არა თბილისის პოლიტიკურ წრეებში რევანშისტული განწყობების რეციდივს, ხაჯიმბა პასუხობს, რომ განიხილავს, რადგან, მისი თქმით, ტექნიკურად, საომარ ვითარებაში იმყოფებიან. თუმცა, დეფაქტო პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკა იმდენად აგრესიული არ არის, როგორც ადრე იყო, მაგრამ, მისი თქმით, ქართულმა მხარემ თავისი მშვიდობისმოყვარეობა უნდა დაამტკიცოს.