“ათონელის რეზიდენცია პერსონალურ სამუშაო ოფისად და უმაღლესი რანგის დელეგაციების მიღებისთვისაცაა გათვლილი”

“ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის” დირექტორის ნიკოლოზ რუხაძის ინფორმაციით, რეზიდენციის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.
რუხაძის თქმით, შენობა, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის, ასევე მისი ადმინისტრაციისთვის რემონტდებოდა.
“რეზიდენცია პერსონალურ სამუშაო ოფისად, ასევე უმაღლესი რანგის დელეგაციების მიღებისთვის არის გათვლილი”, – განაცხადა რუხაძემ.
რაც შეეხება რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯულ თანხას, “ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის” დირექტორის განცხადებით, საბოლოო ციფრი ჯერ დაზუსტებული არაა, თუმცა, წინასწარი გათვლებით, დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს.
“სამხარაულის ექსპეტიზის ბიუროდან საბოლოო ციფრები არ მიგვიღია, ეს უახლოეს პერიდოში დაზუსტდება, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ 26 მილიონს ასცდება”, -განაცხადა ნიკოლოზ რუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საბოლოო დანიშნულების თაობაზე, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.

11104023_1086625434686779_1931553727_n

11116138_1086625258020130_712953956_n

11117769_1086625534686769_1627852032_n

11131827_1086625384686784_1112600268_n

11132069_1086625318020124_279839837_o

11134175_1086625518020104_1216614573_n

11144742_1086625378020118_1244915797_o

11145930_1086625471353442_701904417_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები