კახა კალაძე მოკლული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ბოროტმოქმედის ტყვიამ იმსხვერპლა ახალგაზრდა, 28 წლის პოლიციელი… ორი შვილის მამა ბექა მარგიშვილი… უდიდესი ტკივილი და წუხილია თითოეული ჩვენგანის გულში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს , მეგობრებს, კოლეგებს. სიტყვები უძლურია როცა ასეთი ტრაგედიაა“, – აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები