“უკრაინა-საქართველო ერთ საფრთხეს უმკლავდება“

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ დეპუტატები ისეთ განცხადებებს გააკეთებენ, რომლითაც მტერი მათ ერთიანობას დაინახავს. ” უკრაინისთვის ყველაზე საუკეთესო დახმარება და საქართველოსთვის ყველაზე საუკეთესო მსახურება ჩვენი მხრიდან იქნება ის, რომ ამ თემაზე ვიაროთ წინ. თუ როდესმე ერთიანობა და ერთიანობის დემონსტრირებაა საჭირო, არის მაშინ, როდესაც საერთო მტერი და საერთო პრობლემა გამოუჩნდება ქვეყანას . ამ შემთხვევაში უკრაინა-საქართველო გათავისებული გვაქვს როგორც ერთი მთელი, რომელიც ერთ საფრთხეს უმკლავდება. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პათოსით გავაგრძელებთ და ვივლით იქეთ, რომ სწორედ მოწინააღმდეგემ და მტერმა დაინახოს ჩვენი ერთიანობა იმაში, რაშიც ერთიანი უნდა ვიყოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღეს პარლამენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები