ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ლანჩხუთის მერმა მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

“ვულოცავ მათ დამდეგ შობა-ახალ წელს! ჯანმრთელობა, ბარაქა და კეთილდღეობა არ მოჰკლებოდეს თითოეულ ოჯახს!”, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, საახალწლო საჩუქრების დარიგება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები