ზურაბ აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ზურაბ აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
“ფორმატის დაარსების დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს წამომადგენელი მასში მონაწილეობს. შესაბამისად, ინფორმაცია შემდგომ ეგზავნება ყველა იმ უწყებას, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ქართულ-რუსულ პრობლემატიკასთან. ხოლო იდეას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, ყურადღებით მოვისმენდი”, – განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლის მანდატი ზუსტად განსაზღვრული არ იყო. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ მისი ქმედებების ინტეგრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სრულად მოხდებოდა.