საქართველოს პრეზიდენტი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, ასევე საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.
“ჩვენ ვხვდებით იმ ქვეყნების ელჩებს გაეროში, რომელთაც ჯერ არ აქვთ წარმომადგენლობა საქართელოში. ჩვენ გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ჯერ არც საქართველოს აქვს იმ ქვეყნებში წარმომადგენლობა და არც მათ საქართველოში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ურთიერთობის დროს ჩვენ წამოვწიოთ ის მთავარი საკითხები, რაც უკავშირდება საქართველოს ცნობადობას, საქართველოს პრობლემატიკას, გლობალურად მნიშვნელობას არაღიარების პოლიტიკის გაღრმავებისა. მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრის შედეგები აისახება ჩვენს საგარეო იმიჯზე”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტთან შეხვედრას დაესწრნენ გაეროში შემდეგი ქვეყნების ელჩები: გვინეის, გრენადის, იამაიკის, კაბო-ვერდეს, ტიმორ-ლესტეს, ტონგას და უგანდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები