გოკა გაბაშვილი ნოდარ ხადურის განცხადებას “შოკუნიებზე” უტიფარს უწოდებს

საქართველოში ნახევარ მილიონ ოჯახზე მეტს გაუჭირდა ცხოვრება და ვერ იხდის თავის კრედიტებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იგი გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ქვეყანაში შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები“. გაბაშვილის შეფასებით, ხადურის ასეთი განცხადება საზოგადოების დაცინვა და უტიფრობაა.
„გამოდის კმაყოფილი მინისტრი ხადური და ამბობს, რომ არანაირი შოკი არ არის, არის მცირე შოკუნიები. ეს უტიფრობა, ხალხის დაცინვა, ივანიშვილის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ბანკირები, პირადი ფინანსური მრჩევლები უნდა იქირაოთ, ისწავლოთ დაბანდება, საუბარი შოკუნიებზე და უტიფარი განცხადებები, რომ კრიზისი არ არის და ამიტომ არ არის არანაირი გეგმა, კიდევ უფრო ართულებს თქვენს მდგომარეობას. თუ გგონიათ, სიტყვიერ კამათში, გადალაპარაკებაში უნდა გაიმარჯვოთ და ამ დარბაზში წარმოაჩენთ რამეს ვარდისფრად, ხალხი კი ამას დაიჯერებს, ეს ასე არ იქნება. ყოველდღიურად მძიმდება ქვეყანაში ვითარება და ეკონიმიკური მდგომარეობა“, – მიმართა გაბაშვილმა დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები