უფლებადამცველი ლევან ყიფიანის გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს

“უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

უფლებადამცველმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მინისტრს ბრალი უმოქმედობაში და კონკრეტულ დარღვევებში დასდო. მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნული სამინისტროს შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნა სამინისტროში მკვეთრ დარღვევებზე მიუთითებს.

„არსებობს აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროში გაუმჭვირვალე ტენდერებზე და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან პრობლემებზეა საუბარში. დასკვნის მიხედვით, გარე მივლინებებზე ზედმეტი თანხებია გახარჯული. ჩვენ გვაქვს პრობლემები როგორც გაუმჭვირვალე ტენდერებთან ისე გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურის მასალები პროკურატურაში უკვე გადაიგზავნა. ვფიქრობ, მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია და მგონია, რომ ის უკვე მალე დატოვებს სამინისტროს, მაგრამ გათავისუფლების გარდა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუკი ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაობი არ შეესაბამება სტანდარტებს და გაფლანგულია თანხები, ეს პირდაპირ სამოხელეო დანაშაულია. ამ ადამიანს თავში აუვარდა. დათო ყიფიანის შვილობა იმუნიტეტი არ უნდა იყოს. ამ ადამიანმა სპორტი არათუ წინ, არამედ უკან დასწია. ბევრ ფედერაციასთან აქვს პრობლემები, არ გამოდის კაბინეტიდან და არ დადის რეგიონებში, რომ იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნოს. ლევან ყიფიანს ნამუსი რომ ჰქონდეს, თავად უნდა წავიდეს პოსტიდან“,- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები