„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ნავთობს ავიღებდი“: ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის საზოგადოებრივი აზრი ომის დასრულებისკენ უბიძგებს
ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ის ირანის ნავთობის მისაღებად ომს გააგრძელებდა.
„ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მე ავიღებდი ნავთობს, მე შევინარჩუნებდი ნავთობს, ჩვენ ბევრ ფულს ვიშოვიდით“, – ამბობს თეთრი სახლის ლიდერი.
მანვე დასძინა, რომ ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას სურს, რომ ისინი „ბედნიერები“ იყვნენ.
აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, თუ როგორ არიან ირანიდან გადარჩენილი ორივე ამერიკელი პილოტი, რაზეც ის ამბობს, რომ ორივე „კარგადაა“.
„ომი შეიძლება ძალიან სწრაფად დასრულდეს, თუ ირანის მთავრობა გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ტრამპმა.