პარლამენტის ბიუროს თინა ხიდაშელისა და გია ჟორჟოლიანის კანდიდატურები წარედგინა

პარლამენტის ბიუროს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე გია ჟორჟოლიანის კანდიდატურა წარედგინა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორი წარდგინება შევიდა, შესაბამისი მიმართვები გაკეთდა ფრაქცია “ქართული ოცნების” მხრიდან. ამასთან, პარლამენტის ბიუროს დღეს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართვაც წარედგინა, რომელიც აცხადებს, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული კომიტეტების ვაკანტურ თანამდებობებზე პარლამენტს გია ჟორჟოლიანისა და თინა ხიდაშელის კანდიდატურებს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები