იტალიაში გარდაცვლილი ქართველის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს

 იტალიაში გარდაცვლილი თამარ ტრაპაიძის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო გაიღებს, – ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, იტალიაში საქართველოს საელჩო და საკონსულო გამოძიების მიმდინარეობას დააკვირდება.
შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ საპუტინიანოში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე 26 მარტს გამთენიისას გარდაიცვალა.
როგორც კვირას ტრაპაიძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ნესტის ჭიის საწინააღმდეგო წამლით ინტოქსიკაცია გახდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში თამარ ტრაპაიძე მეორე ქართველია, რომელიც იტალიაში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
მანამდე იტალიის ქალაქ ბარიში ავტოავარიის შედეგად 44 წლის ნონა ზარიძე დაიღუპა, რომელიც საქართველოში 25 მარტს გადმოასვენეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები