სადარბაზოში ფეხდაფეხ შეჰყვა – რას აცხადებს ხარძიანის მეზობელი

ბესიკ ხარძიანის ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, რომ მან დაინახა, თუ როგორ აედევნა მკვლელი ბიზნესმენს. იგი ამ ფაქტს დეტალურად “რუსთავი-2” -თან იხსენებს.
„სადილს ვაკეთებდი. ჩემი სამზარეულოდან პირდაპირ მოსჩანს ხარძიანების სადარბაზო. ბესიკი, რომ შევიდა, ვიღაც ფეხდაფეხ მიჰყვა. ეს ცუდად მენიშნა, გამოვედი. ჩემი გამოსვლის დროს ის ვიღაც უკვე წავიდა და მოასწრო მოკვლა“, – ამბობს ხარძიანების მეზობელი. მისივე თქმით, იგი მკვლელის ამოცნობას ვერ შეძლებს, რადგან მას ნიღაბი ეკეთა და ჩაფხუტი ეხურა.
ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები