უდესიანის ადვოკატი: საჭიროების შემთხვევაში გია საქართველოში ჩამოვა

გია უდესიანის ადვოკატის, მაია მაჩიტაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ბიზნესმენი გია უდესიანი საქართველოში ჩამოვა.
“როცა საჭირო იქნება და როცა საქმე ამას მოითხოვს, გია ჩამოვა. არავის არ გაქცევია, არსად არ იმალება. არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკვე ყველაფერი მოგებული და დაბრუნებული აქვს, სანამ სამივე ინსტაციაში არ დამთავრდება სასამართლო პროცესი, მანამდე ამაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია”, – განაცხადა უდესიანის ადვოკატმა.
გუშინ მარაბდის 25 ნომერში მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრები და მეგობრები სწორედ ბიზნესმენ გია უდესიანს ადანაშაულებენ მომხდარში. ხარძიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გია უდესიანი გარდაცვლილის მტერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები