ბესო ხარძიანის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ბიზნესმენი ბესო ხარძიანის ცხედარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მიმღებ განყოფილებასთან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიკროავტობუსი მივიდა, რომლითაც მოხდა მოკლული ბიზნესმენის გადასვენება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ ცხედრის გამოსვენებას. ადგილზე მუშაობდა კრიმინალური პოლიცია. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
ბესო ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები