გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალება

საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის 11 სკოლაში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ახალი სასწავლო წლიდან გეგმავს, რადგან გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ სახელმძღვანელოებს, სადაც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოა.
საქართველოს ხელისუფლებაში კი იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებითა და ჟენევის დისკუსიის მეშვეობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღნიშნული პროცესის შეჩერება შესაძლებელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები