უდესიანების პირველი კომენტარი – რას აცხადეს ბიზნესმენის და

გარდაცვლილი ბესიკ ხარძიანის ახლობლების ბრალდებებს გია უდესიანის მისამართით, ბიზნესმენის და,ნატო უდესიანი პასუხობს. ნატო უდესიანი ყველას მოუწოდებს, ნუ დაარღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, ამასთან ნატო უდესიანი აცხადებს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ამ ეტაპზე, პირველ რიგში სწორედ მის ძმის ინტერესებში არ შედიოდა.
„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვართ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამო, რომელიც ძალიან შემზარავია, შემზარავია ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ ოჯახს. ისეთი მოსისხლე მტრები ჩვენ არ ვყოფილვართ, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ და არ მივუსამძიმროთ ოჯახს, იმიტომ, რომ ის დავა, რაც დავაც მათ შორის არსებობდა, საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს შორის არსებობს, მაგრამ ის დავა, სადაც გია უდესიანის სახელი ფიგურირებს, უკვე სამართლებრივ ჩარჩოში იყო გადასული. ჩვენ ველოდებოდით სასამართლოს და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს შემზარავი დანაშული ვინც ჩაიდინა, არის პირდაპირ გია უდესიანის მტრობა, პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაც ჩვენთან არის. თუ ვინმეს არ აწყობდა, ეს არ აწყობდა გია უდესიანს . ძალიან აღვირახსნილი კამპანია მიმდინარეობს, გამოდის საჯარო მოხელე დაჩი ცაგურია, კორძაია, რომლებიც არღვევენ უდანაშულობის პრეზუმციას, მათ წინააღმდეგ ასეთი განცხადებების გამო კანონის ფარგლებში იქნება პასუხი გაცემული .
ოჯახის წევრებზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. ისინი ამ წუთებში უმძიმეს მდგომარეობაში არიან და გასაგებია, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ რაღაც ეჭვი, ისე მათაც არ აძლევს ეს საფუძველს, მაგრამ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ვალდებულნი არიან უდანაშაულობის პრეზუმცია დაიცვან და წლების მანძილზე გვეყო,რაც ჩვენს ოჯახზე ცილისწამებლური კამპანიები განხორციელდა, სირცხვილი და ამაზზრზენია ეს, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვარ”,-განაცხადა ნატო უდესიანმა „პირველ რადიოსთნ“ საუბრისას.

წყარო: “პირველი რადიო”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები