მოტოციკლი, რომლითაც სავარაუდოდ, ბესიკ ხარძიანის მკვლელი გადაადგილდებოდა, კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს
კეკელიძის 23 ნომერთან, სადაც ავტოფარეხთან მიტოვებული მოტოციკლი აღმოაჩინეს, ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.
ბინზესმენ ბესიკ ხარძიანს დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. თავდამსხმელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიებას მთავარი პროკურატურა 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს.
ბიზნესმენის ახლობლები მომხდარს ხარძიანის ყოფილ პარტნიორს გია უდესიანს უკავშირებენ, რომელიც ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება.
წყარო”პირWელი”