ახლობლების ინფორმაციით, ბესო ხარძიანის შვილმა სახლთან მოთვალთვალე პირი შენიშნა
ბიზნესმენის ახლობლების ინფორმაციით, ბესო ხარძიანის შვილმა მარაბდის ქუჩაზე, სახლთან მოთვალთვალე პირი შენიშნა. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, უცხო პირი სახლს ორი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა.
ხარძიანის შვილი შემთხვევის ადგილიდან პროკურატურაში წავიდა, სადაც, სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ დაკითხავენ.
ახლობლების ინფორმაციით, ჯერჯერობით იმ პირის ვინაობა, ვინც ხარძიანის მიმართ გასროლა განახორციელა, დადგენილი არ არის. თვითმხილველების განცხადებით, გასროლა მოტოციკლისტმა, ნიღბიანმა პირმა განახორციელა.