ბესო ხარძიანის და: ეს მკვლელობა გიორგი უდესიანის შეკვეთილია

ბიზნესმენის ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელობა მისი ერთადერთ მტერის, გიორგი უდესიანის შეკვეთილია. როგორც ხარძიანის და მაია ხარძიანი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მომხდარში უდესიანი უდანაშაულოა, მოუწოდებს გამოიძიოს და დაადგინოს მკვლელის ვინაობა და დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
“რა თქმა უნდა, კვალი მიდის ერთი მკვლელისკენ, რომელიც მაშინაც კლავდა ციხეში ჩემს ძმას და გარეთ კიდევ იგივე ჩაიდინა. აი ეს მოიტანა ამან. მე ვთხოვ მთავრობას, გამოიძიონ ეს საქმე. საუბარი მის ყოფილ პარტნიორზე, გიორგი უდესიანზე, მაგრამ თუ ის არ არის მკვლელი, მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი და გამოიძიოს ვინ არის მკვლელი და აგვიხსნას, რატომ ესროლეს. ეს მკვლელობაა შეკვეთილი”, – განაცახდა მაია ხარძიანმა.
ბესო ხარძიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბიზნესმენის მკვლელობის საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები