ვაზისუბანში სამი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა
თბილისში, ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც, 2 მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.