“გაერთიანებული დემოკრატები” მთავრობას “ქამრების რეალურ შემოჭერას” ურჩევენ

დედაქალაქის მთავრობის ავტოპარკისთვის დახარჯული თანხების საკითხზე დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ავტოპარკისთვის აღნიშნული საკითხი სხდომაზე “გაერთიანებული დემოკრატების” წევრებმა წამოაყენეს. მათი განცხადებით, მერია 2 მილიონ ლარზე მეტ თანხას ხარჯავს. მთავრობას ისინი “ქამრების რეალურად შემოჭერას” ურჩევენ. საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქციის წევრებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა. “მარტო განცხადება რომ არ დარჩეს, შეისწავლეთ ეს საკითხი, ზუსტად რა მომსახურებას მიეკუთნება თითოეული მანქანა. გავიაროთ ეს ყველაფერი და დასკვნები გავაკეთოთ”,-განაცხადა ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები