თეა თუთბერიძე „ნაცმოძრაობის“ პრობლემებზე საუბრობს და დავით ბაქრაძეს „ჩმორს” უწოდებს

„თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სერიოზული პრობლემებია და ბევრი რამ არის შესაცვლელი. ამის შესახებ თუთბერიძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრობს. „იმის მიუხედავად, რომ საშინლად არ მომწონს დღევანდელი ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ ვთვლი, ისინი, ვინც დღეს ხელისუფლების სათავეში არიან, რუსულ ინტერესებს ატარებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად მაინც არ არის ხელისუფლებაში მოსასვლელად“, – აცხადებს თუთბერიძე.

მანვე ისაუბრა სააკაშვილზეც და განაცხადა, რომ არა ის, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი პარტია ვერ იქნებოდა.

„რეალურად იმ დონის პოლიტიკოსი, რა დონის პოლიტიკური ფიგურაც მიხეილ სააკაშვილია, დღეს არათუ „ნაციონალების“ შიგნით, არამედ ქვეყნის შიგნითაც არ ჰყავთ“,- განაცხადა თუთბერიძემ გამოცემასთან საუბრისას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი, დავით ბაქრაძეთი დაწყებული და სხვებით დამთავრებული, – „ჩმორია“. „ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის გასაგონად, თქვენ ხართ „ჩმორები“ და არა მხოლოდ! ვიგულისხმე ყველა, ვინც ამ სიტყვას იმსახურებს. ყოველთვის მქონდა საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხზე და ყოველთვის, ვამბობდი და ვიტყვი იმას, რაც მინდოდა და მინდა,“- განაცხადა თუთბერიძემ. მისივე თქმით, პოლიტიკური პატიმრების დაჭერით, ხელისუფლება მათ მხარდამჭერებს კვებავს. „ფაქტია ის, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები ციხეებში სხედან და ხელისუფლება ამ პოლიტიკური დაჭერებით მათ მხარდამჭერებს კვებავს,“ – განაცხადა თეა თუთბერიძემ გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები