ლეონიდ თიბილოვი – სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკა მისი ხალხის ნებას ასახავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ამბობს, რომ მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მან დააყენა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გაერთიანების საკითხი, თუმცა პუტინისგან პირდაპირი პასუხი არ მიუღია.
„ეს ისეთი საკითხია, რომ აქ პირდაპირი პასუხი – მიგიღებთ ორ ან სამ წელიწადში, ვერ იქნებოდა“, – ამბობს თიბილოვი.
„ამასთანავე ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ არსებობს ოსი ხალხის ნება. ასე რომ ეს არ არის რომელიმე პარტიის ან პოლიტიკური ძალის იდეა, არამედ მთელი ოსი ხალხის იდეაა“, – განაცხადა თიბილოვმა ოსური მედია-საშუალებების წარმომადგნლებთან შეხვედრაზე.

ცხინვალის ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთი და რუსეთი იმ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებენ, რომელიც 18 მარტს მოსკოვში იყო ხელმოწერილი. „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მას პრეზიდენტი ახოირციელებს, ასე რომ მე ცალსახად მინდა განვაცხადო – ამ სფეროში ჩარევის საშუალებას არავის მივცემ,“ – განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ხეშეკრულების ხელმოწერაზე, თიბილოვი ამბობს, რომ სხვა რამეს არც ელოდა. „ საქართველო, ევროკავშირის ქვეყნები და აშშ მტრულად უყურებენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის დაახლოევებას, ასე რომ სხვა რეაქციას ჩვენ არც ველოდით“, – აცხადებს თიბილოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები